სასულიერო პირი უკრაინიდან: ჩვენ ძალიან გვიყვარს ილია მეორე, ის არაერთხელ იმყოფებოდა უკრაინაში და გვახსოვს მისი მხარდაჭერა

“ჩვენ ძალიან გვიყვარს ილია მეორე, ის არაერთხელ იმყოფებოდა უკრაინაში და გვახსოვს მისი მხარდაჭერა. ჩვენ ყოველთვის ვლოცულობდით მისთვის და ამას ახლაც გავაგრძელებთ”, – ამის შესახებ  სასულიერო პირი უკრაინიდან აცხადებს.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა დიდი ერთობა გამოავლინა.

“ჩვენ ვართ უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. აქ ვართ ტირნოპოლის მეუფესთან ერთად, რათა მიგვეღო მონაწილეობა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაში. ჩვენ ძალიან გვიყვარს ილია მეორე, ის არაერთხელ იმყოფებოდა უკრაინაში და გვახსოვს მისი მხარდაჭერა. ჩვენ ყოველთვის ვლოცულობდით მისთვის და ამას ახლაც გავაგრძელებთ. შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე ის ერთობა და სიყვარული, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოავლინა. ეს არის დიდი მადლი და სასწაული. საუკუნოდ იყოს მისი ხსენება, ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი,” – აცხადებს სასულიერო პირი უკრაინიდან.

ცნობისთვის, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე გუშინ დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები