ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი სკოლის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებს შეხვდა

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი სკოლის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მარიამ კობიაშვილმა ტრენერებს გაწეული შრომისა და მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა და სასწავლო პროცესისა და რესურსების გაუმჯობესების საკითხი განიხილა. მისი თქმით, სკოლა აქტიურად მუშაობს ახალი მოთხოვნადი დარგობრივი კურსების შემუშავებაზე.

ტრენერებმა, თავის მხრივ, კოლეგებს საგანმანათლებლო პროცესში არსებული ძირითადი გამოწვევები გააცნეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები