ტრამპმა ირანზე დაგეგმილი სამხედრო დარტყმები 5 დღით გადადო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დაგეგმილი სამხედრო დარტყმები 5 დღით გადაიდო.
მისი თქმით, შესაბამისი მითითება უკვე მიღებული აქვს თავდაცვის უწყებას. გადაწყვეტილება უკავშირდება ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომლებიც, ტრამპის შეფასებით, „კონსტრუქციულ“ და „პროდუქტიულ“ ფორმატში მიმდინარეობს.
ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ გადადება დროებითია და შემდგომი ნაბიჯები დიპლომატიური პროცესის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.