ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის ცალკეული დაზიანებული მონაკვეთების (კმ94-კმ123) აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო გზა მთაგორიან მონაკვეთზე, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.
„დაზიანებული გზის აღსადგენად და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის პროექტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება, კერძოდ, გათვალისწინებულია ქუთაისი (ჭომა) – ალპანა – მამისონის უღელტეხილის გზის 94-ე კმ-ზე გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს გაბიონის კედლების მოწყობა; 98-ე კმ-ზე რკინა-ბეტონის მილის რეაბილიტაცია; 106-ე კმ-ზე ქვედა საყრდენი კედლის, რკინა-ბეტონის მილისა და ღარების მოწყობა; 123-ე კმ-ზე მოეწყობა ნაპირდამცავი რკინა-ბეტონის კედელი. ასევე, აღნიშნულ მონაკვეთებზე განახლდება ასფალტ-ბეტონის საფარი“, – აცხადებენ დეპარტამენტში.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 570 326 ლარია. პროექტი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები