“ევროკავშირი შეიქმნა, როგორც მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაერთიანება; მაგრამ ის, განსაკუთრებით 2014 წლიდან, გადავიდა მილიტარისტულ რელსებზე” – ბიძინა გიორგობიანი

“კვლევებს ატარებენ სპეციალისტები და ის ადამიანები, რომლებიც პასუხს აგებენ ჩატარებული კვლევის ნამდვილობაზე დოკუმენტურად. მაგრამ ბრიუსელის ბიუროკრატია არასდროს არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებს ისე, როგორც დავუშვათ ახლა, უკრაინაში მიმდინარე ომზე”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში – ”EURO ანატომია” ისაუბრა.

„მას [ბრიუსელის ბიუროკრატიას} შეუძლია, რაღაც შეფუთოს პოლიტიკური გადაწყვეტილების შირმით და მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ისე, რომ არც შეხედოს იმ წინსვლას და საქართველოს უპირატესობას სხვა ასისტენტ ქვეყნებთან და წევრს ქვეყნებთანაც კი.

მთელი ლოგიკა დარღვეულია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დარღვეულია ევროკავშირის საფუძველთა საფუძველი. ევროკავშირი შეიქმნა, როგორც მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაერთიანება. მაგრამ ის, განსაკუთრებით 2014 წლიდან, გადავიდა მილიტარისტულ რელსებზე. უკრაინაში მიმდინარე ომი, ევროკავშირს გადაებარა ამ ომის შემდგომი გაგრძელება და სხვათა შორის, დასრულებაზეც პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გიორგობიანმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები