„ევროპის წამყვან სახელმწიფოებს მძიმე ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოგრაფიული და სამხედრო პრობლემები აქვთ” – ბიძინა გიორგობიანი
“ვისაც წლების განმავლობაში სტრატეგიულ მიზანსა და სტრატეგიულ პარტნიორებს ვეძახდით, ახლოს რომ მივედით, ეს სიმართლე არ აღმოჩნდა და ამას უნდა შევეგუოთ. რეალობას სჭირდება აღიარება და არა თავის მოტყუება და დამალვა”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროკავშირზე საუბრისას განაცხადა.
„ევროპის წამყვან სახელმწიფოებს მძიმე ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოგრაფიული და სამხედრო პრობლემები აქვთ. რეალურად, ევროკავშირს არ აქვს იმის რესურსი, რომ თავის გაფართოება მოახდინოს აღმოსავლეთით, სადღაც შორს სამხრეთ კავკასიაში და ეს დაპირებები და ნდობის დაკარგვა არაფრად უღირთ“, – აღნიშნა გიორგობიანმა.