გორის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” კონსტანტინე ბუზალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, კონსტანტინე ბუზალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
მერობის კანდიდატი ამჯერად ზემო და ქვემო ნიქოზის, ზემო ხვითისა და ფხვენისის მაცხოვრებლებს შეხვდა.
“ცხინვალის მიმდებარე სოფლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა და მათი საჭიროებების მოსმენა ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტულია. ამჯერად, შევხვდით ზემო და ქვემო ნიქოზის, ზემო ხვითისა და ფხვენისის მაცხოვრებლებს.
ნიქოზის თემში საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი – მერაბ მელანაშვილი, შინდისში კი ზურაბ ყაჯრიშვილი იქნება. ორივე მათგანს მოსახლეობა კარგად იცნობს და მჯერა, ერთად, კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ.
ნიქოზში ყოფნისას არ შემეძლო ანიმაციური ფილმების ფესტივალს არ დავსწრებოდი. ასეთ ადგილას საერთაშორისო დონის ფესტივალი მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულის, ჩვენი ტრადიციებისა და კულტურის მკაფიო გამოხმაურებაა.” – აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.