დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სამარშრუტო მანქანის მძღოლი გზაზე მიმავალ საქონელს აერიდა და ჯიპს შეეჯახა.
ჯიპის მძღოლი, 59 წლის მამაკაცი, კლინიკაში გარდაიცვალა, ავტომობილში მყოფი კიდევ სამი პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, წნორის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმებმა დაშავებულებს ოპერაცია ჩაუტარეს.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.