აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ დავით ერემეიშვილთან ერთად, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება კომპაქტურ დასახლებაში არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა.

“გამოიკვეთა მოსახლეობის ძირითადი პრობლემური საკითხები და საჭიროებები, რომელიც მოგვარებაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობით მოხდება.

გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ დევნილი მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირება და სწრაფი რეაგირება აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიზნით, უახლოეს დღეებში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, სადაც საქართველოს მასშტაბით ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში არსებული პრობლემური საკითხები დეტალურად განიხილება და შემუშავდება მათი გადაჭრის კონკრეტული მექანიზმები.

ამასთან, აფხაზეთის მთავრობა ეტაპობრივად გეგმავს შეხვედრების გამართვას ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში, რათა უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინოს არსებული პრობლემები და უზრუნველყოს მათი ეფექტიანი გადაწყვეტა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები