“აქამდე იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით; ყოველთვის გვჯერა საკუთარი შესაძლებლობებისა და შინაგანი ძალის” – გიორგი ქოჩორაშვილი
“აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით. ყოველთვის გვჯერა საკუთარი შესაძლებლობებისა და შინაგანი ძალის”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი საუბრობს.
“დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე არასდროს ვჩერდებით, რომ ვასიამოვნოთ ჩვენს გულშემატკივარს და თამაში გამარჯვებით დავასრულოთ.
ეს ვერ მოვახერხეთ თურქეთთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ იგივე შემართებით ვითამაშებთ, ერთიანობით ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ“, – თქვა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩი „დინამო არენაზე“ 7 სექტემბერს, 17:00 საათზე დაიწყება.