„ძლიერმა საქართველომ“ სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა
„ძლიერმა საქართველომ“ 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის, სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა.
მერობის კანდიდატები „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან სამუშიამ წარადგინეს.
ზუგდიდში „ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატია გიორგი თოდუა;
ხობში – იური ბუკია;
ჩოხატაურში – ნუგზარ ჩხიკვაძე;
ხარაგაულში – ინგა მაღრაძე;
სამტრედიაში – ბადრი ვაშაკიძე.
რაც შეეხება ხონის მერობის კანდიდატს, კოალიციის მერობის კანდიდატია გელა ბობოხიძე.
წარდგენის ღონისძიება ზუგდიდში გაიმართა.