“გარკვეულ ცვლილებებს ვგეგმავ, რადგან ბულგარეთი სხვა სტილის გუნდია, მაგრამ არ იქნება რადიკალური სიახლეები” – ვილი სანიოლი
“გარკვეულ ცვლილებებს ვგეგმავ, რადგან ბულგარეთი სხვა სტილის გუნდია, მაგრამ არ იქნება რადიკალური სიახლეები”, – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“გათვლა იმაზე იქნება, რომ წარმატებით ვითამაშოთ, მაგრამ გაძევების გამო ტრიბუნაზე ვიქნები და გუნდთან კომუნიკაციის საშუალება არ მექნება.
რაც შეეხება ბულგარეთის ნაკრებს, ამ გუნდს 3 წლის წინ შევხდით და ორივე შეხვედრაში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. მას შემდეგ ბულგარეთის ნაკრებში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა და მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი ხვალინდელ თამაშში ჩვენთვის გამოწვევა იქნება,” – თქვა სანიოლმა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას 7 სექტემბერს, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.