დათო კოდუა: დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი

„ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი – დათო კოდუა, თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილებს შეხვდა.

როგორც მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა დევნილებთან შეხვედრაზე აღნიშნა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ხელშეწყობა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა იქნება ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი.

„დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან ამ მუნიციპალიტეტის ნაწილი. ჩვენ უდიდესი სიყვარულითა და გვერდში დგომით ერთად გამოვიარეთ ყველა გამოწვევა.

ზუგდიდი თავის არაერთ მნიშვნელოვან ფუნქციასთან ერთად, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებთან ნდობის, ურთიერთობების აღდგენის და საქართველოს გაერთიანების მთავარი ხიდია” – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

დათო კოდუამ იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა, რაც დევნილებისთვის უკვე განხორციელდა.

„დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობების შესაქმნელად მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩავატარეთ. მხოლოდ ზუგდიდში, 2013 წლიდან დღემდე ბინა გადავეცით 2000-მდე დევნილ ოჯახს, სოფლად სახლის პროექტით სახლი შევუძინეთ 3300-მდე ოჯახს, კომბინატის დასახლებაში ვახდენთ 1747 ბინის მშენებლობას, წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს 300-მდე სოფლად სახლის შეძენა. ეს პროცესი გაგრძელდება და ყველა დევნილი ოჯახისთვის უზრუნველვყოფთ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს” – აღნიშნა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა, დათო კოდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები