“პირადად მე 100%-ით მზად ვარ, ჩემი აზრით, ბიჭებიც 100%-ით მზად არიან, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და მივაღწიოთ სასურველ შედეგს” – ზურიკო დავითაშვილი
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე ხვალინდელ საფეხბურთო მატჩზე ისაუბრა.
“ყოველთვის რთულია, რომ აღიდგინო ძალები ასეთ პერიოდში, მაგრამ, ვფიქრობ, პირადად მე 100%-ით მზად ვარ და, ჩემი აზრით, ბიჭებიც 100%-ით მზად არიან, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და მივაღწიოთ სასურველ შედეგს”, – განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას 7 სექტემბერს, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.