„გამოვთქვამთ იმედს, რომ მეტი პატივისცემით იქნება განმსჭვალული ყველა ის შეხედულება, რომელიც ეუთო/ოდირის საქმიანობასთან იქნება საქართველოში დაკავშირებული” – მათიკაშვილი

“იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სპეკულაციას დაესვას წერტილი, არ იყოს არანაირი ნიადაგი იმისთვის, რომ ხელოვნურადაც კი მოხდეს რაღაც საკითხებზე ტემპერატურის აწევა და ტყუილების დემონსტრირება, იქნა მიღებული გადაწყვეტილება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

„გამოვთქვამთ იმედს, რომ მეტი პატივისცემით და მეტი არსებითი ხედვით იქნება განმსჭვალული ყველა ის შეხედულება, რომელიც ეუთო/ოდირის საქმიანობასთან იქნება საქართველოში დაკავშირებული.

ბურთი არის მათ მხარეს, ჩვენ ველოდებით მათ ჩამობრძანებას და შექმნილი იქნება აბსოლუტურად ყველა პირობა იმისთვის, რომ ეუთო/ოდირმა, როგორც სადამკვირვებლო მისიამ, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს იმუშაოს სრული დატვირთვით და დადოს სამართლიანი, სწორი და ობიექტური დასკვნა“, – ამბობს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები