ტყიბულში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. თემურ ჩუბინიძე, გამსახურდიას N 1 და N 3 საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში იმყოფებოდა, სადაც არსებულ სამუშაოებს დეტალურად გაეცნო. შიდა ეზოების რეაბილიტაციას 9 მიმართულებით შპს „მიმდემი“ აწარმოებს, რომელთა უმეტესი ნაწილი უკვე დასრულებულია.
როგორც „კვირას“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 586 892 ლარს შეადგენს.
„უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაციის პროცესი. წელს დაგემილია ხუთი ლიფტის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 99 900 ლარი გამოიყო. ლიფტები განახლდება, ტყვარჩელის N 32, თბილისის N4; თაბუკაშვილის N14; ახობაძის N 2 და გამსახურდიას N 22 საცხოვრებელ კორპუსებში“,- აცხადებენ მერიაში.
თემურ ჩუბინიძემ, ქალაქის შემოსასვლელში, მდინარე ,,ტყიბულას“ კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოებითაც დაინტერესდა.
მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, მდინარის კალაპოტის გაწმენდით სამუშოებს შპს „სარტყელი“ ასრულებს. ხიდის გასწვრივ მდინარის კალაპოტის მარჯვენა და მარცხენა მხარეს იწმინდება 1300 მეტრიანი მონაკვეთი. მდინარის კალაპოტის გაწმენდით გარკვეულწილად, მოწესრიგდება ტყვარჩელის ქუჩაზე არსებული მრავალსართულიანი კორპუსების საკანალიზაციო სისტემა და შემცირდება სარდაფების დატბორვის საფრთხე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები