მამუკა მდინარაძე: გიორგი გოგლიჩიძე არის ღირსეული ადამიანი და თამამად შეუძლია მერის პოზიციაზე განაცხადი გააკეთოს

ზესტაფონის მერობის მმართველი გუნდის კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძეს მხარდასაჭერად, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე დეპუტატებთან – დიმიტრი ცქიტიშვილთან, გოგა კახიანთან, კახა კუჭავასთან და შალვა კიკნაველიძესთან ერთად ზესტაფონში, მარტოთუბანის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატებმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და მათი პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ.
“მიხარია ამ ხალხთან შეხვედრა. აქტიურ მხარდაჭერას ვუცხადებ, ბუნებრივია, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს. გიორგი გოგლიჩიძე არის ღირსეული ადამიანი, რომელსაც თამამად შეუძლია გააკეთოს განაცხადი მერის პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ მისი გამარჯვებით ზესტაფონში საარჩევნო მარათონი დასრულდება”,- განაცხადა მამუკა მდინარაძე.
​მდინარაძემ სანახშირეს თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ნუგზარ ფერაძესაც გამოუცხადა მხარდაჭერა.
“აქ ვართ სანახშირეს თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნუგზარ ფერაძის მხარდასაჭერადაც, უნდა ითქვას, რომ ბევრი პროექტია გაკეთებული, თუმცა გასაკეთებელიც ბევრია. იგეგმება გზების რეაბილიტაცია, სოფლის გაზიფიცირება და ა.შ. ბუნებრივი,ა ხალხი ხედავს ამ რეალობას, იმედიანად ვართ. ჩვენი კანდიდატები გამარჯვებით დაასრულებენ”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები