ზაურ დარგალი: მარნეულში კულტურის განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტია
მარნეულის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი ზაურ დარგალი რაიონში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. დარგალმს შეხვედრის მონაწილეებმა სოფლებში არსებული ბიბლიოთეკების მძიმე მდგომარეობის და რაიონში კულტურული სახლების ნაკლებობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მმართველი გუნდის კანდიდატს კულტურის სფეროში მიღწეული წარმატებების შესახებ უამბეს.
“კულტურის განვითარება არის ჩვენთვის პრიორიტეტი. მარნეული არის გამორჩეული იმით, რომ აქ ძალიან გამორჩეული, ნიჭიერი ახალგაზრდები ცხოვრობენ. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ჩვენ ერთად მოვიფიქრებთ თუ როგორ შეიძლება ეს სფერო გაძლიერდეს”,- განაცხადა ზაურ დარგალმა.
ზაურ დარგალის საარჩევნო პრიორიტეტების მიხედვით, კულტურის სფეროს განვითარება როგორც ქალაქებში ასევე სოფლებში იგეგმება.