გიორგი შენგელია: ანაკლიაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი შენგელია ანაკლიის მოსახლეობას შეხვდა. შენგელიამ ადგილობრივებს ის ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლის განხორციელებაც ანაკლიაში იგეგმება.
“ანაკლიაში აშენდება და კეთილმოეწყობა საბავშჳო ბაღი. ანაკლია- განმუხურში საზღჳაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დაიხარჯება 6 მლნ ლარზე მეტი.  აღდგება ამფითეატრი, ზღჳამდე მისასვლელი ბილიკები. იგეგმება კაფე-რესტორნების მშენებლობა, ხიდის რეაბილიტაცია,  გამწვანებითი სამუშაოები და სხვა. მოსახლეობის მოთხოვნით განხორციელდა ყველა ოჯახისთჳის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭება, სოფლის ცენტრში საზოგადოებრივ საპირფარეშოს მშენებლობა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ სულ მალე განახლდება პორტის მშენებლობა, სადაც უამრავი ადგილობრივი ზუგდიდელი დასაქმდება”,- განაცხადა გიორგი შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები