გიორგი შენგელია სოფელი ცაცხვის დღესასწაულს დაესწრო
სოფელი ცაცხვის დღესასწაულს, რომლის მიზანს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება წარმოადგენს, ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი შენგელია ოჯახთან ერთად დაესწრო. შენგელიამ ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა და გამოთქვა მზად ყოფნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც დაინერგოს მსგავსი ტიპის ღონისძიებები. ღონისძიებებს დეპუტატები ზვიად ძიძიგური, ედიშერ თოლორაია და გოგა გულორდავაც ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, სოფელი ცაცხვის დღესასწაულს საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა. ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია სპორტული შეჯიბრებებისა და კულტურული ღონისძიებების მოწყობა სოფელი ცაცხვის ცენტრში, მეზობელი სოფლების მცხოვრებლების მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა შეჯიბრში ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები ეჯიბრებიან.