გაერთიანებულმა ოპოზიციამ ენგურის ხიდზე სიმბოლური აქცია მოაწყო
გაერთიანებულმა ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა , პარტიის ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად ენგურის ხიდზე სიმბოლური აქცია – “აფხაზეთი საქართველოა” გამართა. აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და ფერადი საღებავები გაუშვეს.