ვახტანგ ბერიძე: დაბა ხულო 24 საათიანი სასმელი წყლით მომარაგდება

ხულოს მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი დაბა ხულოს მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა ვახტანგ ბერიძეს ის პრობლემები დაუსახელეს, რაც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ. გაჟღერებულ საკითხებს შორის, ძირითადად ინფრასტურულ პრობლემები ჭარბობდა. დაბა ხულოს მცხოვრებლები საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მოწეესრიგებას. ასევე სასმელი წყლის უწყვეტი რეჟიმით მიწოდებას საჭიროებენ. ვახტანგ ბერიძემ ადგილობრივებს პირობა მისცა, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში არც ერთი საკითხი განხილვისა და შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დარჩება,
“ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ხულო იყოს ბარაკების გარეშე. დაბა ხულო მომარაგდება 24 საათიანი სასმელი წყლით, ასევე საჭირო ადგილზე მოეწყობა დამცავი ჯებირები. მოწესრიგდება საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები და დაბის ქუჩებში მოვაწყობთ სკვერებს, რაც ხელს შეუწყობს მეტი ტურუსტის მოზიდვას. მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანია სხვა სოციალური პროექტების განხორციელება ეს იქნება ჯანდაცვის თუ სხვა მომართულებით, ყველა ხულოელისთვის კანონის ფარგლებში იქნება ხელმისაწვდომი, რა თქმა უნდა, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში“,- განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები