მირანდა მესხი: რეგისტრატორის ბეჭდები გამოიცვლება საანდობის უზრუნვესაყოფად

ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხიას განცხადებით, რეგისტრატორისა და უბნის ბეჭდები დალუქული და დაუზიანებელი დაბრუნდა საოლქო კომისიაში, რაც ოპოზიის მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმაც შეამოწმეს, თუმცა, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, რეგისტრატორის ბეჭდები ჩანაცვლდება ახლით და დაილუქება ყველა დაინტერესებული პირის მეთვალყურეობით.
“რეგისტრატორისა და უბნის ბეჭედი, რაც გაიცა დალუქულ მდგომარეობაში, კანონის შესაბამისად, ლუქის მთლიანობა არის თუ არა დარღვეული, ადგილზე არიან სუბიექტების დანიშნული კომისიის წევრები და მათი თანდასწრებით შემოწმდა დალუქილი პაკეტების მთლიანობა. რეგისტრატორის ბეჭდები იხსნება და იკვრება ცალკე, უბნის ბეჭედი გადაიდება ცალკე. ცესკო-ს გადაწყვეტილებით, რეგისტარტორის ბეჭედი გამოიცვლება, ყველა დაინტერესებული პირის თანდასწრებით გაიცემა მიღება-ჩაბარების აქტით ახალი რეგისტრატორის ბეჭდები, დაილუქება მათი თანდასწრებით და გავა არაუგვიანეს 12 საათისა, ბიულეტენებთან, ბლოკნოტებთან, სპეციალურ კონვერტებსა და ინდივიდური ნორმის მქონე აქტებთან ერთად, ანუ შემაჯამებელი ოქმების სახით. არანაირი დარღვევა ფიქსირდება ამ ეტაპზე, მაგრამ, სანდოობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, პირველ ყოვლისა, ამომრჩევლებისთვის მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა მირანდა მესხიამ.
შეგახსენებთ, ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში გუშინ ვითარების დაძაბვა სწორედ ბეჭდების საკითხმა გამოიწვია. დღის განმავლობაში ზუგდიდის საკრებულოში ხმაურისა და ვითარების დაძაბვის შემდეგ, ენმ-ის წევრები პრეტენზიებით, ამჯერად, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო კომისიის შენობაში მივიდნენ და გვიან ღამემდე პიკეტირებული ჰქონდათ. მათი განცხადებით, სამაგიდო სიები და რეგისტრატორის ბეჭდები უბნებზე ვადაზე ადრე გადაანაწილეს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ზუგდიდის სოფლებში სამაგიდო სიები არჩევნებიდან ხუთი დღით ადრე გაიტანეს, რაც, მათი თქმით, კანონდარღვევაა და არჩევნების გაყალბების მცდელობას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები