ენმ-ის წევრები ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ

ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობასთან ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის წევრები საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხიას გადადგომას ითხოვენ.
შეგახსენებთ, ვითარება ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში გუშინ დაიძაბა. დღის განმავლობაში ზუგდიდის საკრებულოში ხმაურისა და ვითარების დაძაბვის შემდეგ, ენმ-ის წევრები პრეტენზიებით, ამჯერად, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო კომისიის შენობაში მივიდნენ და გვიან ღამემდე პიკეტირებული ჰქონდათ. მათი განცხადებით, სამაგიდო სიები და რეგისტრატორის ბეჭდები უბნებზე ვადაზე ადრე გადაანაწილეს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ზუგდიდის სოფლებში სამაგიდო სიები არჩევნებიდან ხუთი დღით ადრე გაიტანეს, რაც, მათი თქმით, კანონდარღვევაა და არჩევნების გაყალბების მცდელობას წარმოადგენს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები