ცესკო ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს.

,,ცესკო ყურადღებით აკვირდება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს; მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, არ გასცდნენ საკანონმდებლო ჩარჩოს, იმოქმედონ კომპეტენციის ფარგლებში და მისცენ საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის საშუალება, რომელიც ახორციელებს საქმიანიბას კანონმდებლობის მიხედვით; აღსანიშნავია, რომ ცესკო და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს კანონის ფარგლებში. 15 მაისს, დღის პირველ ნახევარში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ცესკოს პოზიციისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ,”- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღის განმავლობაში ზუგდიდის საკრებულოში ხმაურისა და ვითარების დაძაბვის შემდეგ, ენმ-ს წევრები პრეტენზიებით ამჯერად, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო კომისიის შენობაში მივიდნენ.
მათი განცხადებით, სამაგიდო სიები და რეგისტრატორის ბეჭდები უბნებზე ვადაზე ადრე გადაანაწილეს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ზუგდიდის სოფლებში სამაგიდო სიები არჩევნებიდან ხუთი დღით ადრე გაიტანეს, რაც, მათი თქმით, კანონდარღვევაა და არჩევნების გაყალბების მცდელობას წარმოადგენს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ბოკუჩავას ინფორმაციით, სიები მათი მოთხოვნების საფუძველზე, 41 სოფლიდან მოაბრუნებინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები