ვახტანგ ბერიძე: ხულო 24-საათიანი სასმელი წყლით მომარაგდება

ხულოს მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, დაბა ხულოს, დავით აღმაშენებლის N2 და N3 კორპუსის ბინადრებს შეხვდა. შეხვედრისას ვახტანგ ბერიძეს მოსახლეობამ ის პრობლემები დაუსახელა, რომელიც მათ აწუხებდათ. მათ ძირითადად ინფრასტურულ პრობლემება აწუხებთ. ისინი საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებას და სასმელი წყლის უწყვეტი რეჟიმით მიწოდებას ითხოვენ. კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში, პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
“ჩევენ ვიზრუნებთ, რომ ხულო იყოს ბარაკების გარეშე. დაბა ხულო მომარაგდება 24-საათიანი სასმელი წყლით და საჭირო ადგილზე მოეწყობა დამცავი ჯებირები. ასევე, მოწესრიგდება საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები და დაბის ქუჩებში მოვაწყობთ სკვერებს, რაც ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას. მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანია სხვა სოციალური პროექტების განხორციელებაც, ეს იქნება ჯანდაცვის თუ სხვა მომართულებით, რაც ყველა ხულოელისთვის კანონის ფარგლებში, ხელმისაწვდომი იქნება, რა თქმა უნდა, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში“, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები