ენმ-ს წევრებმა ზუგდიდის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ოთახის პიკეტირება მოახდიენს

ზუგდიდის საარჩევნო კომისიის შენობაში ენმ-ს წევრებს თავმჯდომარის, მირანდა მესხიას ოთახი აქვთ პიკეტირებული. ოპოზიცია მესხიას გადადგომას ითხოვს.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ახლა ყველაფერი ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაზეა დამოკიდებული.

“ახლა ჟვანიაზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს”, – ამბობს ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის წევრები 67-ე საარჩევნო კომისიის შენობაში პრეტენზიებით მივიდნენ და თავმჯდომარე, მარინა მესხია უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდების ვადაზე ადრე გადანაწილებაში დაადანაშაულეს.
​თავის მხრივ, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხია ამბობს, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ და ყველა პროცედურა კანონის დაცვით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები