ენმ-ს წევრები პრეტენზიებით ამჯერად, საარჩევნო კომისიაში მივიდნენ – რა ხდება ამ წუთებში ზუგდიდში

დღის განმავლობაში ზუგდიდის საკრებულოში ხმაურისა და ვითარების დაძაბვის შემდეგ, ენმ-ს წევრები პრეტენზიებით ამჯერად, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო კომისიის შენობაში მივიდნენ.
მათი განცხადებით, სამაგიდო სიები და რეგისტრატორის ბეჭდები უბნებზე ვადაზე ადრე გადაანაწილეს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ზუგდიდის სოფლებში სამაგიდო სიები არჩევნებიდან ხუთი დღით ადრე გაიტანეს, რაც, მათი თქმით, კანონდარღვევაა და არჩევნების გაყალბების მცდელობას წარმოადგენს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ბოკუჩავას ინფორმაციით, სიები მათი მოთხოვნების საფუძველზე, 41 სოფლიდან მოაბრუნებინეს.
თავის მხრივ, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხია ამბობს, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ და ყველა პროცედურა კანონის დაცვით მიმდინარეობს.
​რაც შეეხება სიების მობრუნების ფაქტს, მესხმა განმარტა, რომ ოპოზიციამ სიების გადამოწმება მოითხოვა, რის გამოც საოლქომ სიების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
კითხვაზე, იცავს თუ არა პოლიცია სამაგიდო სიებს, რომელიც დალუქული უნდა იყოს, მესხიამ უპასუხა, რომ მას საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები იცავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები