ქეთრინ ეშტონი იანუკოვიჩს შეხვდა
“მოლაპარაკებები, რომლებიც პერიოდულად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, სერიოზულ დიალოგად უნდა იქცეს”, – ასეთი განცხადება გააკეთა ქეთრინ ეშტონმა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კიევში ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართა, რომლის დროსაც ეშტონმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მდგომარეობიდან სწრაფი და მშვიდობიანი გამოსავლის პოვნა.
პარალელურად, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერი. დონალდ ტუსკის თქმით, აუცილებელია უკრაინამ ამ რთულ პერიოდში ევროპის მხარდაჭერა იგრძნოს.