მარნეულში დახოცილი პირუტყვის პატრონს სახელმწიფო დაეხმარება 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ყიზილაჯლოში ფერმერ ილგარ გახაჯოვს, რომელსაც გუშინ 50-ზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი დაეხოცა, სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად დაეხმარება. შემთხვევის ადგილზე მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, რუსლან გაჯიევი და მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, ზაურ დარგალი ჩავიდნენ და დაზარალებულ ფერმერს შეხვდნენ.
“აღნიშნული ზარალის შესახებ ჩვენ სახელმწიფო უწყებებს მივმართავთ, რისი დახმარებაც დასჭირდებათ, დაეხმარებიან”, – განაცხადა “კვირასთან” საუბრისას გაჯიევმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილი შემოიღობება და დახოცილი პირუტყვი განადგურდება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში შემთხვევა გუშინ მოხდა. საქონლის მასობრივად დახოცვის ერთ-ერთ მიზეზად მოწამლვა სახელდება. გახაჯოვების ოჯახმა აფთიაქში ნაყიდი კრეოლის სითხით საქონელი დაბანა, რამდენიმე წუთში კი პირუტყვი დაიხოცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები