რუბიო – პირველად გვაქვს კონკრეტული მაგალითები, თუ რა სახის მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს რუსეთს ომის დასასრულებლად

ადმინისტრაციის მუშაობის დაწყების შემდეგ პირველად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითები იმისა, რა სახის მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს რუსეთს ომის დასასრულებლად,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს.

„უკეთ გვესმის იმ პირობების, თუ რა პირობებით დაასრულებს რუსეთი ომს. ახლა უნდა შევადაროთ ეს იმას, რასაც უკრაინელები და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები მზად არიან, რომ დათანხმდნენ.

თუ შეგვიძლია იმის მიღება, რასაც უკრაინელები და რუსები დათანხმდებიან, მაშინ ვფიქრობ, არის შესაძლებლობა პრეზიდენტი შეხვდეს როგორც პუტინს, ისე ზელენსკის, რათა სცადოს ომის დასრულება.

ვფიქრობ, პირველად იქნება ამ ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებიდან, რომ გვაქვს კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ რა სახის მოთხოვნები შეიძლება, ჰქონდეს რუსეთს ომის დასასრულებლად. ჩვენ ამ მომენტამდე ასეთი რამ არ გვქონია“, – თქვა რუბიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები