საქართველოში აშშ-ს საელჩო: დღეს ჩვიდმეტი წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან – ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ ომის მსხვერპლს, იძულებით გადაადგილებულებ პირებს და მათ, ვინც სიცოცხლე ბრძოლაში დაკარგა

,,დღეს ჩვიდმეტი წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ ომის მსხვერპლს, იძულებით გადაადგილებულებ პირებს და მათ, ვინც სიცოცხლე ბრძოლაში დაკარგა”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც საელჩო წერს, აშშ საქართველოს სოლიდარობას კიდევ ერთხელ უცხადებს.

,,ჩვენ ვხედავთ, როგორ სათუთად ინახავს მათი გმირობის ხსოვნას ქართველი ხალხი.
სოლიდარობას გიცხადებთ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”,- წერს საელჩო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები