ტრამპი – “მილიარდობით დოლარის ტარიფები უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიედინება”
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ მის მიერ დაწესებული სავაჭრო გადასახადები ძალაში შევიდა.
“უკვე შუაღამეა!!! მილიარდობით დოლარის ტარიფები ამერიკის შეერთებულ შტატებში მიედინება!”,- დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ახალი ტარიფები შეეხო დაახლოებით 69 ქვეყანას, სადაც ტარიფები მერყეობს 10%‑დან 41%‑მდე, ხოლო ზოგი ქვეყნისთვის ეს 50%-ია.
როგორც მედია აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ეკონომიკა დროებით მდგრადია, ინფლაციის ნიშნები და არასტაბილურობა ბაზარზე რისკის ქვეშ დგას.