ელჩი შერაზ გასრი: საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 6-პუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები

,,საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი,  რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 17 წლისთავთან დაკავშირებით X-ზე წერს.

როგორც ელჩი წერს, საფრანგეთი რუსეთს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 6-პუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„ვიხსენებთ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას. საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 6-პუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები“, -წერს ელჩი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები