ლიტვაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ლიტვის ისტორიულ დედაქალაქ თრაქაიში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ლიტველ კოლეგასთან შარუნას ბირუთისთან ერთად დაესწრო.
ლიტვაში საქართველოს საელჩოს მიერ მოწყობილ დღესასწაულს ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ლორეტა გრაუჟინიენესი, სხვა ოფიციალური პირები და ლიტვის ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესტუმრენ.
მსმენელის წინაშე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ბალტიისპირეთის ქვეყნებში საგასტროლოდ მყოფი ანსამბლი „ქართული ხმები“ წარდგა.
გურამ ოდიშარიას ოფიციალური ვიზიტი ლიტვაში დასრულდა. მინისტრი ვილნიუსში ლიტვის კულტურის მინისტრის, შარუნას ბირუთისის მიწვევით იმყოფებოდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საუბარი ერთობლივ სამომავლო პროექტებსა და კულტურის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას შეეხო.