უკანასკნელი 5 წლის მანძილზე პირველად, სოციალურ ქსელში ISIS-ის ლიდერის ვიდეომიმართვა გავრცელდა (ვიდეო)
ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის ლიდერის, აბუ ბაქრა ალ-ბაგდადის ვიდეო, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პირველად გამოჩნდა სოციალურ ქსელში.
მისი უკანასკნელი მიმართვა საზოგადოებისთვის 2014 წელს ერაყიდან მოხდა. რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით გასულ წელს ალ-ბაგდადის ლიკვიდირება, სავარაუდოდ, რუსული ავიათავდასხმის შედეგად მოხდა სირიაში.
ვიდეო მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ტერორისტულმა ორგანიზაციამ თითქმის მთელი ტერიტორია დაკარგა, რომელსაც ის ოდესღაც აკონტროლებდა ერაყსა და სირიაში. ჯერჯერობით უცნობია, როდის იყო გადაღებული ვიდეომასალა, მაგრამ ჩანაწერში ალ-ბაგდადმა ბაგხუზისთვის მრავალწლიანი ომი ახსენა, რომელიც გასულ თვეში დამთავრდა.
“ბრძოლა ბაგხუზისთვის დასრულდა”, – განაცხადა ლიდერმა.
მან განიხილა სუდანისა და ალჟირის საკითხი. მისი თქმით, შრი ლანკაზე თავდასხმა პატივისცემას მოითხოვს, ვინაიდან ის საპასუხოა ბაგხუზის აღებისთვის. ალ-ბაგდადის განცხადებით, დაჯგუფება შურს იძიებს მოკლული და დაკავებული წევრებისთვის.