გიორგი ვოლსკი – კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასებაზე: ყველა რეიტინგით საქართველო არის ზუსტად იმ მაჩვენებლებით აღჭურვილი, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს უნდა ახასიათებდეს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასებას გამოეხმაურება.
„ყველა რეიტინგით საქართველო არის ზუსტად იმ მაჩვენებლებით აღჭურვილი, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს უნდა ახასიათებდეს. ჩვენ არ დაგვიხევია იმ გზაზე, რასაც ევროპული გზა ჰქვია და ყველა მაჩვენებელი სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩვენი ევროპული გზა აი ამ მახასიათებლებით არის გამორჩეული“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასება გამოქვეყნდა. ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის შედეგებით, საქართველოსა და მონტენეგროს უმაღლესი შესრულება აქვთ.