თეთრი სახლი: სი ძინპინი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია იუწყება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ლიდერებმა ბეიჯინგში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისი და უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამა.

განცხადების თანახმად, მხარეებმა ერთობლივად დააფიქსირეს პოზიცია, რომ ირანი არ უნდა ფლობდეს ბირთვულ იარაღს და აუცილებელია რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა.

ასევე, მოლაპარაკებების დროს ხაზი გაესვა ჰორმუზის სრუტის თავისუფალი და უსაფრთხო მოძრაობის მნიშვნელობას, რომელიც გლობალური ენერგეტიკული მიწოდებისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები