სოფელ შილდაში 300 ჰექტარამდე ვენახი დაისეტყვა
სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 300 ჰექტარამდე ვენახი დაისეტყვა.
სეტყვას ძლიერი ქარი ერთვოდა. წაქცეულია რამდენიმე ხე, რის გამოც თელავი – ყვარლის მიმართულებით საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილებით გადაადგილება დროებით შეფერხებული იყო.
სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ყვარლის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია დაითვლის.