წიგნის ფესტივალზე გერმანელი დრამატურგის დეა ლოერის პიესას წაიკითხავენ

გამომცემლობა “არტანუჯისა” და “მოძრაობის თეატრის” ერთობლივი პროექტი “ვკითხულობთ თანამედროვე დრამატურგიას” გრძელდება. ამჯერად უკვე 30 მაისს, 15:30-ზე, თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალზე, “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე გერმანელი დრამატურგის დეა ლოერის პიესას “ცხოვრება რუზველტის მოედანზე” წაიკითხავენ. მათ მსახიობები იოსებ ბაკურაძე და სალომე ქავთარაძე წარმოადგენენ. პიესა ქართულად ანა კორძაია-სამადაშვილმა თარგმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები