გურამ ოდიშარია ლიტვის კულტურის მინისტრის ოფიციალური მიწვევით ლიტვაში იმყოფება

დღეს საქართველოს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ოფიციალური შეხვედრა გამართა ლიტვის კულტურის მინისტრთან შარუნას ბირუთისთან. შეხვედრას დაესწრნენ: ლიტვის კულტურის მინისტრის მოადგილე რომას ჯაროკი და ლიტვის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო, ევროპასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელები. შეხვედრაზე ლიტვისა და საქართველოს კულტურის მინისტრებმა ორი ქვეყნის განსაკუთრებულ მეგობრობასა და სამომავლოდ კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს. კულტურის მინისტრის ვიზიტი ორ მნიშვნელოვან მოვლენას: ლიტვასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები