ნათია ფანჯიკიძე : ტრაგედიების გაშუქებაზე უნდა დაწესდეს მკაცრად დარეგულირებული სტანდარტი

0

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე პანკისში მიმდინარე მოვლენებსა და მედიაში მსგავსი თემების გაშუქების საკითხს გამოეხმაურა. ფანჯიკიძის თქმით, ტრაგედიების გაშუქებაზე საჭიროა, მკაცრად დარეგულირებული სტანდარტი დაწესდეს.
“რაც შეეხება ქართულ საშინელებათა ჟანრის ჟურნალისტიკას – სუიციდის და არამარტო სუიციდის, მკვლელობების და სხვა ტრაგედიების გაშუქებაზე უნდა დაწესდეს მკაცრად დარეგულირებული სტანდარტი, რადგან ამგვარი ინფორმაციების სტანდარტის დაცვის გარეშე მიწოდება არა მხოლოდ მოსახლეობას აავადებს შფოთვითი აშლილობით და დამფრთხალს და ქმედუუნაროს ხდის ადამიანებს, არამედ, სუიციდისა და მკვლელობების საკითხში არსებობს ტალღისებური გადადება, ქცევის კოპირება და იმ ადამიანთა ფსიქიკისთვის, ვისაც მსგავსი ფიქრი უტრიალებს და მსგავს ფიქრს ებრძვის, ბიძგის მიმცემი აღმოჩნდება ხოლმე. ერთმანეთის გადარჩენაში თავის წილი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა იგრძნოს, თორემ საშველი აღარაა”,- წერს ფანჯიკიძე.

კომენტარები

კომენტარი