კონსტანტინე გამსახურდია მარტვილში მომხდარ ტრაგედიაზე: პირადად ვიცნობ ოჯახს და შიმშილობის მიზეზით თვითმკვლელობის ფაქტორს გამოვრიცხავ

0

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია მარტვილში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც გამსახურდია წერს, ის პირადად იცნობს გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და შიმშილობის მიზეზით თვითმკვლელობის ფაქტორს გამორიცხავს.
“ნაჭყებიების ოჯახი, სადაც თავი ჩამოიხრჩო პატარა შაკომ, ტრადიციულად, ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის მომხრეა. მათი მამა პმ “თავისუფლების” ადგილობრივ აქტივს ეკუთვნის დღესაც. პირადად ვიცნობ ოჯახს და შიმშილობის მიზეზით თვითმკვლელობის ფაქტორს გამოვრიცხავ.
გვახსოვდეს, სამეგრელო არც ეთიოპიაა, არც სომალი, არც კუნძული ტიმორი. ბავშვის თვითმკვლელობის მიზეზებს რაც შეეხება, მათზე არ ვისაუბრებ ჯერჯერობით. ისინი უფრო ფსიქოლოგიურია, რამდენადაც შევძელი გარკვევა”, -წერს კონსტანტინე გამსახურდია.
შეგახსენებთ, რომ მარტვილში 15 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი