ზაქარია ქუცნაშვილი „რუსთავი 2″-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

0

უმრავლესობის ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი „რუსთავი 2″-ის მიერ არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ქუცნაშვილის თქმით, თუკი ეს „რუსთავი 2″-ის ჟურნალისტების გავრცელებულია, გამოდის, რომ ფეიკ ნიუსებს ავრცელებენ.

“ეს “ფეიკ” ნიუსია. თუ ეს „რუსთავი 2-ის” ჟურნალისტების გავრცელებულია, მაშინ გამოდის, რომ ისინი პირდაპირ ტყუილის თქმაზე გადავიდნენ, კომენტარის გაყალბებით და აპრობირებული თემის გარშემო “ფეიკ” ნიუსების გავრცელებით. კომენტარში პირიქით, ვთქვით, რომ ერთი ზრდასრული მამაკაცის გამოკვებისთვის თვეში 120 ლარი მცირეა და სტატისტიკის ეროვნული სააგენტო, საარსებო მინიმუმის გამოთვლისას, იყენებს ძველ მეთოდოლოგიას, რითაც სასურსათო კალათის წილი საარსებო მინიმუმში 60-70%, ხოლო ყველა სხვა ხარჯის 30-40%-ია, რაც არასწორია. შესაბამისად, ხარჯები ტრანსპორტირებაზე, განათლებაზე, ჩაცმაზე, ინფორმაციაზე, კულტურული მიღწევებით სარგებლობაზე, კომუნალურ გადასახადებზე და ჰიგიენაზე ძალზე მცირე გამოდის”, – წერს ზაქარია ქუცნაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი