ისრაელის დღეები ქუთაისში
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და იერუსალიმის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. საღამოს პირველი ნაწილი ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვან ისტორიას დაეთმო.
დასკვნით ნაწილში კი თამარ გვერდწითელის შემოქმედება იყო წარმოდგენილი. მომღერალმა ყველასათვის საყვარელი და ცნობილი სიმღერები შეასრულა როგორც ქართულ, ასევე ებრაულ ენებზე.
საღამოს ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული დაესწრნენ.