ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ არის ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა, ყოველთვის იყო ასეთი და ეს, უბრალოდ, წამოსცდა კიდევ ერთხელ მიხეილ სააკაშვილს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის საპასუხოდ განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ ძლიერი უკრაინა და ძლიერი საქართველო არავის სჭირდება.
მისივე თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა აღიარა სიმართლე, რაც აქამდეც ცნობილი იყო.
„თითოეული შედეგი, რომელიც იყო დაკავშირებული ამ პოლიტიკური ძალის საქმიანობასთან, თავისი შინაარსით მიმართული იყო იქითკენ, რომ შესუსტებულიყო საქართველოში დასავლური ღირებულებების მნიშვნელობა და ამას ისინი, სამწუხაროდ, წარმატებით აკეთებდნენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა, ყოველთვის იყო ასეთი და ეს, უბრალოდ, წამოსცდა კიდევ ერთხელ მიხეილ სააკაშვილს. ეს იყო წამოცდენა მისი მხრიდან. მან დაადასტურა ის, რაც არის, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ შინაარსობრივად.
​რეალურად, მათი ვექტორი არის არა დასავლეთისკენ, არამედ – სხვაგან და სწორედ ამიტომ იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ეფუძნებოდა იმას, რაც არის ძალიან შორს დასავლური ღირებულებებისგან“, – აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 12 აპრილს ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ზედმეტად წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება ისევე, როგორც – საქართველო. მისივე თქმით, ერთი მხრივ, არსებობს პუტინი, რომელსაც უკრაინა არ სჭირდება, ხოლო მეორე მხრივ – დასავლეთი კოლონიალური მიდგომებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები