სვანეთის ძეგლების გადარჩენის პროგრამა
სვანეთის ძეგლთა გადარჩენის პროგრამით ლატალში იფხის X საუკუნის ეკლესიის და ამავე პერიოდის რთულ მდგომარეობაში არსებული კედლის მხატვრობის კვლევითი-დიაგნოსტიკური სამუშაოები განხორციელდება, რომელიც სპეციალისტებს ფრესკების კონსერვაციის მეთოდებისა ზუსტად განსაზღვრის საშუალებას მისცემს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, წელს მომზადდება მესტიის კოშკებისა და მაჩუბების ოცამდე საპროექტო დოკუმენტაცია და წელსვე ყველაზე დაზიანებული კოშკების აღდგება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ მესტიაში სამუშაო ვიზიტის დროს ზურაბ ჩართოლანის მაჩუბი, დაზიანებული კოშკები და იფარის X საუკუნის ეკლესია მოინახულა.
ზაფხულის პერიოდში სვანეთში ძეგლთა მონიტორინგი განხორციელდება და სვანეთის ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებული ეკლესიებისა და უძველესი ფრესკების კონსერვაცია დაიგეგმება. შეგახსენებთ, რომ 2009-2013 წელს – მესტიაში, მულახში, ლენჯერში, ეცერში, იფარში, უშგულში, ლატალში, ბეჩოში, ლახამულაში, იელში, ადიშში, წვიმრში – აღდგენილია: 91 კოშკი, 7 ეკლესია, 2 მაჩუბი, ხოლო 2001 – 2002 წელს -კი 28 კოშკი.