21 ნოემბერს ფერმწერი და გრაფიკოსი გიგო გაბაშვილი დაიბადა

21 ნოემბერს მხატვარი გიგო გაბაშვილი დაიბადა.
გიორგი (გიგო) გაბაშვილი – (1862-1936) – 21 ნოემბერს ქობულეთში, სოფელ ციხისძირში დაიბადა. ფერმწერი, გრაფიკოსი, ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
1882-1883 წლებში თბილისში, კ. კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, შემდეგ კი პეტერბურგისა და მიუნხენის სამხატვრო აკადემიებში სწავლობდა.
სამხატვრო ასპარეზზე გამოვიდა 1888 წლიდან. 1891 წელს თბილისში პირველი პერსონალური გამოფენა გახსნა. მან ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტების მთელი სერია შექმნა. გიგო გაბაშვილი იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პროფესორი. მხატვრის შემოქმედების უდიდესი ნაწილი შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები