Fitch Ratings – საქართველოს პერსპექტივის სტაბილურამდე გაუმჯობესების მთავარი ფაქტორი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდაა

საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი ‘BB’ დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა – სტაბილურამდე გააუმჯობესა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ ფაქტორად საკრედიტო სარეიტინგო კომპანია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდას ასახელებს.

“როგორც Fitch-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 2024 წლის ოქტომბრის დაბალ ნიშნულთან შედარებით 37.2%-ით გაიზარდა და 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ისტორიულ მაქსიმუმს 5.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

სარეიტინგო კომპანია ასევე ხაზს უსვამს, რომ რეზერვების ზრდა სებ-ის პოლიტიკის შედეგია, რაც წლის დასაწყისიდან განხორციელებულ შესყიდვებს, ოქროს ფასის გადაფასებას და 2024 წლის ბოლო სარეზერვო მოთხოვნების ზრდას უკავშირდება. მათივე განმარტებით, თავის მხრივ, საგარეო შემოდინებებმა და დეპოზიტების დედოლარიზაციამ წვლილი შეიტანა რეზერვების ზრდაში.

“საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია, მაღალი მომგებიანობით (სექტემბრის მდგომარეობით ROE 22.7%), მაღალი კაპიტალიზაციით (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 20%) და აქტივების მაღალი ხარისხით (უმოქმედო სესხების წილი 2.6%).“ პოზიტიურია დედოლარიზაციის ტენდენციები“ – ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.

Fitch პროგნოზით, 2026-2027 წლებში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს – საშუალოდ 3.2% იქნება, ხოლო ეკონომიკური ზრდა ძლიერი და 2025 წელს 7.3%-ს, 2026 წელს კი 5.3%-ს მიაღწევს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები