„პარასკევის საღამოები“ მწერალთა სახლში – ია სულაბერიძე და მაია მინდელი

მწერალთა სახლში გრძელდება ლიტერატურული შეხვედრების სერია – „პარასკევის საღამოები“.
ამჯერად აუდიტორიის წინაშე წარდგნენ პოეტები − ია სულაბერიძე და მაია მინდელი.
საღამოს მოდერატორი იყო მწერალი ბაჩო კვირტია, რომელმაც მსმენელს ავტორთა შემოქმედება და პოეტური ენის თავისებურებები გააცნო.
შეხვედრის განმავლობაში პოეტებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები, ისაუბრეს თავიანთ შემოქმედებაზე და იმ სულიერ თუ სოციალურ იმპულსებზე, რომლებიც მათ შემოქმედებაში ისახება.
„პარასკევის საღამოები” უკვე იქცა ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან და სასიამოვნო ნაწილად და ქმნის ლიტერატურული შეხვედრების და ახალი აღმოჩენების სივრცეს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები